20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ეს პერსონა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top