გიგა ბოკერია პლებისციტის ჩატარების შესახებ ინიციატივას არ ეთანხმება

ეს პერსონა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით პლებისციტის ჩატარების შესახებ ინიციატივა არასერიოზულია.

„პლებისციტს შემდეგ მაინც პარლამენტმა უნდა უყაროს ბოლოს კენჭი. ეს არასერიოზულია, მაგ მატარებელს ჩავლილი აქვს. პლებისციტი ჩატარებული არის, გავრილოვის ღამეს იყოს პლებისციტი, რომელსაც მერე დაეთანხმა ივანიშვილი. ერთადერთი სწრაფი გზა თუ უნდა ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყება, არის ე.წ. გერმანული მოდელი. სამ კვირაში ამთავრებს ყველაფერს." - აცხადებს გიგა ბოკერია

შეგახსენებთ, რომ გუშინ აკაკი ზოიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ რ2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პლებისციტი უნდა ჩატარდეს.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top