"გაბედეს" აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე დააბოქლომეს

ეს პერსონა

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს. აქტივისტებმა, თავდაპირველად, რეზიდენციის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"საუბედუროდ, სალომე ზურაბიშვილი ფარად იყენებს იმ პოლიციას, რომელი პოლიციელების მკვლელებიც თავად შეიწყალა რამდენიმე თვის წინ. პრეზიდენტი ამ პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობის ფონზე მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ძვირადღირებული ჭაღები შეიძინოს. ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ეს ჯაჭვი და ბოქლომი დაედოს მის შესასვლელს." - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, "რათა დაიწყოს დიალოგი", თუმცა პრეზიდენტი მუდმივად ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს.

დაბოქლომების აქცია მთელს საქართველოში მიმდინარეობას, აქციის მონაწილეებს დაბოქლომებამდე ადგილზე ბანერები ჰქონდათ გაშლილი წარწერებით:

"ბორკილები თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", "ვერ დაგვაშინებთ, ყველას ვერ დაგვიჭერთ". ამასთან, სკანდირებდნენ: "გაბედე".

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

წყარო: ipn
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top