სასტუმრო "ლეოგრანდის" ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

ეს პერსონა

სასტუმრო „ლეოგრანდში" განვითარებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტრაგედიის ადგილას მივიდა და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. 

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე რეგიონისთვის. 2 წლის წინ 11 ახალგაზრდა დაიღუპა. პოლიციელებმა და მაშველებმა  100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს."- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ 

ტრაგედიის ადგილას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მთავრობის წევრები და ქალაქის მერი იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის,  ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "ველმონდში" (ყოფილ „ლეოგრანდში“) ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა,  20-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top