სოციალურად დაუცველი ბავშვები დელფინების საგანმანათლებლო შემეცნებით შოუს უფასოდ დაესწრებიან

ეს პერსონა

სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დელფინების საგანმანათლებლო-შემეცნებით შოუს უსასყიდლოდ დაესწრონ. ინიციატივის შესახებ ინფორმაციას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ბევრ ოჯახს უჭირს მატერიალურად, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, ქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქალაქში არსებული ყველა ინფრასტრუქტურით.
წამოწყებას ექნება რეგულარული ხასიათი და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ჩაერთვებიან." - წერს თორნიკე რიჟვაძე.

ინიციატივა განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიისა და დელფინარიუმის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top