ქალს, რომელსაც 31 თითი აქვს, მეზობლები კუდიანობაში ადანაშაულებენ

ეს პერსონა

ინდოეთის შტატ ოდიშში მცხოვრებ ქალს, კუდიანობაში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ მას 31 თითი აქვს.  

63 წლის კუმარ ნაიაკს იშვიათი დაავადება, პოლიდაქტილია აქვს. აღნიშნული დიაგნოზი მემკვიდრული ანომალიის ერთ-ერთი სახეა. დაავადებისთვის დამახასიათებელია ხელებსა და ფეხებზე თითების დიდი რაოდენობით არსებობა. მას ხელზე 12 ხოლო ფეხზე 19 თითი აქვს.  

"მე ამ დეფექტით დავიბადე და არ მიმკურნალია, რადგან ღარიბი ოჯახიდან ვარ. მეზობლებს სჯერათ, რომ მე კუდიანი ვარ და თავს მარიდებენ. მიწევს სახლში ყოფნა, რადგან ჩემ მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ." - ამბობს კუმარ ნაიაკი.

 

0
0
0
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top