ბლოელ გოგიას სახლს უმოკლეს დროში აუშენებენ

ეს პერსონა

ხევსურეთში, სოფელ ბლოში მცხოვრები გოგია სულ მარტო ცხოვრობს. მამა-პაპისეული სახლი ზვავმა დაუნგრია და ღამეს კარავში ათენებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად ადგილის დატოვებას არ აპირებს.

მას შემდეგ რაც საზოგადოებამ მის შესახებ გაიგო, მალევე ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ სივრცეში კამპანია #ბლოელიგოგიასთვის დაიწყო. რის შედეგადაც 9 339 ლარი შეგროვდა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. შეირჩა კომპანიაც, რომელიც 11 ათას ლარად გოგიასთვის ბლოში 20 კვ მ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა.

თუმცა, რთული რელიეფისა და ტრანსპორტირების პრობლემებმა, პროცესი შეაჩერეს.

დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ უმოკლეს დროში სამშენებლო მასალებს ვერტმფრენით ჩაიტანენ. ახალ წელს ბლოელი გოგია, სავარაუდოდ ახალ სახლში შეხვდება.

 

0
0
0
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top