იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა - ვიდეო

ეს პერსონა

იტალიის ქალაქების, ტურინი-სავონას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ხიდის ჩანგრევა გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერული ზონის არსებობამ გამოიწვია.

ნგრევის დროს მანქანები არ გადაადგილდებოდნენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მოძრაობა დროებით შეჩერებულია, სამუშაო პროცესები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა წლის აგვისტოში იტალიის ქალაქ გენუაში ასევე საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა.

 

 

0
0
2
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top