"თემა დახურულია" - საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში"

ეს პერსონა

"ქართულ ოცნებაში"  კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა.  როგორც კალაძემ განაცხადა, საარჩევნო სისტემის მოდელი 2020 წელს აღარ შეიცვლება და დარჩება შერეული.

"ყველასთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში, არსებული განწყობების გათვალისწინებით,  რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად თემა დახურულია. 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება" , -განაცხადა კალაძემ. 

0
2
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top