"გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს" - რა გადაწყვეტილება მიიღეს უმრავლესობის სხდომაზე

ეს პერსონა

მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო  ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

"შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, - განაცხადა კალაძემ.

0
1
2
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top