განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,  დადასტურდა, რომ 2002 წლის 20 მაისს, თბილისში, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, სტუმრად მყოფ დ.ც.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა გ.შ.-სთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბისას გ.შ.-მ დანით დ.ც.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დ.ც. იმავე დღეს გარდაიცვალა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top