გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს: ქურდები ხართ, რომ გვითმობთ?

ეს პერსონა

როგორც ჩანს, კომოს ტბამ მის ხასიათზე იმოქმედა და რაღაც სისულელეებს როშავს, დავუთმობ ვიღაცას მაჟორიტარულ ოლქებსო, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს"  ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ   "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება ცინიზმია. 

"ქურდებთან კი არ გვაქვს ჩვენ "სხადნიაკი", რომ რაღაც სიტყვაზე შევთანხმდეთ და აბა, ბიჭებო მოვილაპარაკოთ და ა.შ. კანონი გვინდა, სამართლიანობა გვინდა და პროპორციული წარმომადგენლობა გვინდა პარლამენტში. შენი გულმოწყალება შენთვის შეინახე, კახი, რა. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო, როგორ ელაპარაკებით საერთოდ საზოგადოებას, არ გცხვენიათ? ქურდები ხართ, რომ გვითმობთ? ვინ ხართ საერთოდ",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართულ ოცნებაში" ბრიფინგი გაიმართა, სადაც კახა კალაძემ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ , პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები არ დააყენოს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა" დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების "რეალური შანსი".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top