კობა ლურსმანაშვილი: გიგი უგულავას გაშლილი ხელები შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა?

ეს პერსონა

"გიგი უგულავას გაშლილი ხელები და მკაცრი ტონი შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა? არც ერთი მაშინებს და არც მეორე. მოვიდნენ და იყარონ კენჭი ჩემთან ერთად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

დეპუტატმა მოქალაქეებს ურჩია, რომ  ოპოზიციონერი ლიდერებისადმი თავიანთი მხარდაჭერა არჩევნებზე დააფიქსირონ.

„მოქალაქეებს, რომლებსაც მოსწონთ ოპოზიციონერი ლიდერების პოზიციები, რომლებიც არიან ძალიან რეიტინგულები, დაუჭირონ მხარი და წარმოადგინონ პარლამენტში, თუ ასე ძალიან მოსწონთ. ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში საარჩევნო გარემო იქნება ყველასათვის ღია. მობრძანდნენ და მხარდაჭერა დაგვანახონ.

ვინც ვცდილობთ, რომ მაჟორიტარული სისტემით იყოს არჩევნები, შევეცდებით გავაგრძელოთ ეს გზა. 2020 წელს მივაღწევთ ამას, 2021-ში თუ 2024 -ში მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის აზრი იყოს გამოხატული. პარტიის შიგნით ინიციატივები არ ისჯება. ბატონ ივანიშვილს არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხის აზრი შესწავლილი იყოს. ის მაჟორიტარებს არ გვიკრძალავს, რომ ჩვენი ინიცვიატივები გაგვაჩნდეს.

მე არ ვუჭერ მხარს 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს უკვე გამოვხატე კენჭისყრაზე და ახლა გიგი უგულავას გაშლილი ხელები და მკაცრი ტონი შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა? არც ერთი მაშინებს და არც მეორე. მოვიდნენ და იყარონ კენჭი ჩემთან ერთად, თუნდაც ჩემს მაჟორიტარულ ოლქში,"- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top