"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პოლიციამ პარტიის 2 წევრი დააკავა

ეს პერსონა

 პოლიციამ "ევროპული საქართველოს" 2 წევრი დააკავა. როგორც  პარტიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, სამართალდამცველებმა  მძღოლი და პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი დააკავეს. 

"ჩვენი პარტიის ავტომობილი გააჩერეს.  დააკავეს მძღოლი, ბესო შავაძე და ჩვენი პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი, კობა ზაქარეიშვილი. მანქანა ბარნოვის ქუჩიდან, პარლამენტის მიმართულებით მოძრაობდა და  აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდა", - განაცხადეს პრესსამსახურში.  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top