„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის დროს დაკავებულებს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ეს პერსონა

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის დროს დაკავებულებს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულები იყვნენ, მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი:  ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია.

დღევანდელ სხდომაზე სამართლადამცველებმა  ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ.

აღნიშნულს უარყოფს დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა გოგა ონიანმა  განაცხადა, აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებს არ გამოუყენებიათ. 

საბოლოოდ აღნიშნული სასამართლომ  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და დაკავებულებს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top