გიგა ბოკერია და თენგუზ გუნავა დააკავეს

ეს პერსონა

საართლადამცავებმა რამდენიმე წუთის წინ გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და მათთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაციას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ავრცელებენ.

ამ დროისთვის, როგორც ცნობილია ბოკერია უკვე გაანთავისუფლეს, ხოლო გუნავა კვლავ სამართალდამცავებთან რჩება.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და პოლიციას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა სერგო რატიანი და ოთარ კახიძე გააჩერეს და შეშის თაობაზე შეამოწმეს. 

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, სამართალდამცავები მათ ტერიტორიაზე შეშისა და კასრების შეტანის საშუალებას არ აძლევს. ამის გამო მხარეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.

1
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top