შსს: გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა არ დაუკავებიათ, ისინი პოლიციამ წაიყვანა

ეს პერსონა

შსს-ის განცხადებით, მათ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა არ დაუკავებიათ ორივე მათგანი პოლიციამ განარიდა. მიზეზი კი აქციაზე წალმის მიტანა იყო.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრებმა ცოტახნის დეპუტატების დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ბოკერია გაათავისუფლეს, ხოლო გუნავა ამ დრომდე დაკავებული რჩება.

გათავისუფლებული ბოკერიას თქმით, მას პატრულის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ უბრალოდ ვითარებას განარიდეს.

"როცა გვითხრეს, რომ შეშა საშიშია, რადგან პოლიციას ზიანი მიაყენესო, მოვიტანეთ ფიჩხი, მაგრამ გაირკვა - ამოცანა არის ღიად, რომ ხალხი არ უნდა გათბეს. ამიტომ დაგვიწყეს ჭიდაობა ფიჩხზე, უკანონოდ გააჩერეს მანქანა და მათ მიერვე დაწყებული ჭიდაობისას დაგვაკავეს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ მავნებლურ, უკანონო დავალებებს აძლევენ ივანიშვილის წარმომადგენლები პოლიციას, რაც არის დიდი სირცხვილი და უნდა დამთავრდეს" - ამბობს ბოკერია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top