Washington Examiner წერს: ტრამპი ქართველებს ხელისუფლების ღალატის გარკვევაში უნდა დაეხმაროს

ეს პერსონა

ამერიკული კონსერვატიული გამომცემლობა The Washington Examiner, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ტრამპი ქართველებს ხელისუფლების ღალატის გარკვევაში უნდა დაეხმაროს".

ორშაბათს, ქვეყნის ათასობით მოქალაქე დემოკრატიის მისაღწევად ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს.

ხალხი ითხოვს, რომ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს დანაპირები 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.  

სტატიაში გამოყენებულია "ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის ციტატა. რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია კაპიტალიზმისა და პროპუტინული იდეოლოგიის მიმდევრად.  

ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა იყვნენ უბრალო მოწმეები ამ დესტაბილიზაციაში. სახეზეა რუსული აგრესიის ესკალაცია და არაკეთილგანზწყობა. საქართველოს სჭირდება ამერიკელების მხარდაჭერა. 

აღნიშნულია, რომ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის პალატის წევრი ადამ კინზინგერი საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს, თუმცა ეს არ არის საკმარისი ძალა. 

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, საჭიროა რიგი ქმედებების განხორციელება:

"საქართველომ, პირველ რიგში, მკვეთრად უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ არის პროამერიკული ქვეყანა. რის შემდეგაც, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, მიიღოს ეს მოცემულობა. ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, საარჩევნო სისტემის პროპორციულად შეცვლასთან დაკავშირებით. რომელიმე მათგანი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ასევე, საჭიროა ამერიკის საელჩოს აქტიურობა. მან ივანიშვილი უნდა გააფრთხილოს, რომ შესაძლოა აშშ-მ სანქციები დააწესოს მის აქტივებზე. საჭიროა, ასევე, რომ ამერიკამ დაანახოს "ქართული ოცნების" წევრებს, რომ მზარდი ეკონომიკური და სამხედრო რეფორმა მხოლოდ პროპორციული სისტემის შემთხვევაში შენარჩუნდება." - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა გამოცემასთან საუბრისას.

წყარო: Washington Examiner
0
1
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top