„Amnesty International“-ის წარმომადგენელი: საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება მოვლენებს

ეს პერსონა

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „Amnesty International“ აშშ-ის ბიუროს წარმოამდგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დენიელ ბალსონი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე  უშუალოდ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს და აღნიშნა, რომ  აშშ-ის მთავრობა აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე ამბებს.

„საქართველოს მთავრობამ, მაგალითად, გიორგი გახარიამ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ა.შ. უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ახლოდან აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს“, - დაწერა ბალსონმა და მაგალითად მოიყვანა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის პოსტი, რომლის თანახმად, ის „შოკირებულია და იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით“.

„ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ჩაგდება გაანადგურებს საქართველოს პროგრესს, რომელიც მიღწეულია მისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად“, - დაწერა კინზინგერმა.

 

 

 

 

 

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top