გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვიცით კიდევ სხვა გზები თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ, ამიტომ შემდეგი პიკეტირება იქნება გაცილებით დიდი

ეს პერსონა

ჩემი აქ შემოსვლა არის გაფრთხილება პარლამენტარებისთვის, ჩვენ ვიცით კიდევ სხვა გზები თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ, ამიტომ შემდეგი პიკეტირება იქნება გაცილებით დიდი და მაშტაბური, - ამის შესახებ  „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა. ვაშაძის თქმით, ის პარლამენტის შენობის უკანა ტერიტირიაზე დაბრკოლების გარეშე მოხვდა.

"ხო ხედავთ მანქანით შემოვედი გადაკეტილ სივრცეში. ასეთი სუსტია პოლიცია, ამის დასადასტურებლად მოვედი. საიდან აღმოვჩნდი ალბათ მათაც აინტერესებთ, მაგრამ მე შემოვედი. 

ჩემი მანქანით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვედი. ჩემი აქ შემოსვლა პარლამენტარებისთვის არის გაფრთხილება, რომ ჩვენ კიდევ ვიცით სხვა გზები, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ. ასე რომ, შემდეგი პიკეტირება იქნება გაცილებით რთული თქვენთვის და გაცილებით უარესს მიიღებთ ჩვენგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top