დავით ბაქრაძე: თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება აქციები შეჩერდება

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დეკემბრის ბოლომდე დათანხმდება, აქციები შეჩერდება. 

„ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი.

გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. მისი მიღება შეიძლება უახლოეს სამ კვირაში 76 ხმით. თუ ხელისუფლება ამ გამოსავალს დათანხმდება დეკემბრის ბოლომდე, შეჩერდება აქციები, შეწყდება კრიზისიც, ქვეყანაში გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და დავუბრუნდებით ნორმალურ კალაპოტს. ამისთვის ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ყვითელი ავტობუსების უკან მალვით პარალმენტში დეპუტატების შეყვანას და ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად“, - აცხადებს ბაქრაძე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top