კიევში არაორდინალური ჩაცმულობით გამორჩეული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ეს პერსონა

კიევში, საქართველოს მოქალაქე, არაორდინალური ჩაცმულობით გამორჩეული ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად დათო „სვანი“ დააკავეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 47 წლის კაცმა წლის დასაწყისში უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, კიევში კი ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ხვდებოდა.

პოლიციის ცნობით, „დათო სვანი“ გეგმავდა კიევსა და სხვა რეგიონებში კრიმინალური სამყაროს მართვას, კერძოდ, ჩაეტარებინა და თვითონ მიეღო მონაწილეობა ე.წ. შეკრებებზე („სხოდკებზე), რათა მოეგვარებინა გავლენის სფეროების გდანაწილების საკითხი. ასევე „დანაშაულებრივი ტრადიციის“ შესანარჩუნებლად გერლიანი გეგმავდა ახალგაზრდების მეტ ჩართულობას დანაშაულებრივ საქმიანობაში.

ამ დროისთვის მსჯელობენ გერლიანის უკრაინიდან გაძევებისა და მისთვის ქვეყანაში შესვლის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

 

 

წყარო: kyev.npu.ua
1
2
0
6
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top