ლევან კობერიძე მმართველ გუნდს: თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას

ეს პერსონა

პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღეთ, - ამ სიტყვებით  მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს. კობერიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარება მმართველი პარტიას "აწყობს". 

“თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის მერე გამოსულიყვნენ და საზოგადოება დამოძღვრონ. შეიძლება თქვენ ეს გსიამოვნებთ, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სიამოვნებს. დღეს თქვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არის ქვეყნის ერთობლივად მართვა. ეს არის თვალნათელი იმიტომ, რომ თქვენ გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - იმ ოპ პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, არაცნობიერი შეთანხმება აქვს ერთმანეთთან, რომ ასე მართონ ქვეყანა. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობთ, თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, მერე თქვენ ამბობთ, რომ ამას გმობთ და ამ თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის? რომელსაც არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“? იმიტომ, რომ ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, ნდობა აქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“ გასაგებია, რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენ ადგახართ მაგ გზას. ეს არის უბედურება.

 მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთოს არჩევანი? ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ, ეს არის თქვენი უბედურება და უპასუხისმგებლობა, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ეს ხალხის გონებაში არ არის. თქვენ ასე გაწყობთ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არაა.“, - განაცხადა კობერიძემ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top