პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს

ეს პერსონა

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე  ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატები აირჩიეს. სხდომას ოპოზიცია არ ესწრება.

სესიაზე მხარი დაუჭირეს პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის კანდიდატურას. ვიცე-სპიკერები გახდნენ  მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.  

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ირაკლი ბერაიამ, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს, გარემოს დაცვის კომიტეტს - ნინო წილოსანი.

 განათლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი - გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდის გამო, უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top