დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს - კამერამ მძარცველები დააფიქსირა - ფოტო-ვიდეო

ეს პერსონა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში მძარცველებმა საქსონიის მეფეების საგანძურიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს.

შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მუზეუმში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საგანძურის კოლექცია, სახელად „მწვანე საცავი“ (Grünes Gewölbe) ინახებოდა.

კამერამ ორი მძარცველი დააფიქსირა, როცა ისინი ფანჯრიდან გადადიოდნენ და შემდგომში მანქანით ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციის ვარაუდით, ამ საქმეში უფრო მეტი ადამიანია ჩარეული.

სამართალდამცველების თქმით, მძარცველები უმიზნებდნენ მუზეუმის ისტორიულ სექციას, რომელიც ორადაა გაყოფილი. ერთ-ერთ მათგანში ინახებოდა საქსონიის კურფიურსტმა, პოლონეთის მეფისა და ლატვიის დიდი მთავრის, ავგუსტ II ძლიერის ისტორიული საგნძურის ოთახი, რომელიც 1733 წლითაა დათარიღებული, ხოლო მეორეში, ახალ სექციაში ცალკეული ძვირფასეულობები იყო წარმოდგენილი.

მძარცველებმა მოიპარეს მე-18 საუკუნის შეუფასებელი საგანძურის, სულ მცირე, სამი ნაკრები.

 Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ძარცვამდე მუზეუმთან მდებარე ელექტროენერგიის გამანაწილებელზე ცეცხლი გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ ამან მუზეუმის განგაშის სისტემა გამორთო.

 „მწვანე საცავი“ არის ძვირფასეულობის ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია ევროპაში, რომელიც მე-18 საუკუნეში  ავგუსტ II ძლიერმა შექმნა.

 

 

წყარო: Deutsche Welle
0
2
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top