დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პლენარული სხდომა დატოვეს

ეს პერსონა

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს. დეპუტატები სასესიო დარბაზიდან მას შემდეგ გავიდნენ, რაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათი განმარტებით,  ბოიკოტის რეჟიმში არ გადადიან, თუმცა სხდომაზე აღარ დარჩებიან, ვინაიდან არ აინტერესებთ, "როგორ გადანაწილდება უმრავლესობაში თანამდებობი".

„ახლა გამოვედი, მაგრამ თუ დავინახე, რომ სპეციალურად აგდებენ ბიუჯეტს, რომ რიგგარეშე ჩატარდეს, შეიძლება შევიდე და მხარი დავუჭირო ბიუჯეტს, რომ არ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მედიასთან კომენტარი  ლევან კობერიძემაც გააკეთა; 

„არანაირი სურვილი არ მაქვს, ჯილდოებად როგორ დაურიგებენ ახლა იმ თანამდებობებს, ვინც პარტიის თავმჯდომარის დავალება შეასრულა, ამას დავესწრო და ვუყურო“, - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მიუხედავად პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს,  პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top