"ეშმაკეულის გარდა, ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს" - გია ვოლსკი "გირჩის" აქცია-პერფორმანსს აფასებს 

ეს პერსონა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ  „გირჩის“ აქცია-პერფორმანსი შეაფასა. 

„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო - „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ“, ეშმაკეულის გარდა, ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „გირჩის“ წარმომადგენლებმა  ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს, სადაც სანთლები და "ხატები" მიიტანეს.  მათ  ასევე სიმღერა „ვხედავ მეცვხარეს“ შეასრულეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top