ცაგერში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი 

ეს პერსონა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში შსს-ს თანამშრომლებმა ერთმანეთი მოკლეს. სროლაში შემთხვევითი ტყვია გამვლელსაც მოხვდა, რომელიც ამ წუთებში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც ამბობენ დაღუპულ თანამშრომლებს აქამდე ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ. 

არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მოკლული პოლიცილი დეპუტატ კარლო კოპალიანის ძმის შვილის მეუღლე – რომეო მანდარიაა. 

ამ წუთებში სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძე ადგილზე ვითარებაში გასარკვევად მიდის.

ფაქტზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top