“პროკურატურამაც მიულოცა ჩემს შვილს დაბადების დღე და ფარული თვალთვალის მასალა გამოუგზავნა” - ნიკა გვარამია

ეს პერსონა

ნიკა გვარამიამ "მთავარ აქცენტებში" თავისი მონოლოგი შვილის დაბადების დღის მოლოცვით დაიწყო. გვარამიას თქმით, მის არასრულწლოვან შვილს პროკურატურამ "საჩუქარი" გაუკეთა და გაუგზავნა ფარული თვალთვალის კადრები. კადრების დემონსტრირება პირდაპირ ეთერშიც მოხვდა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ნიკა გვარამიას მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. 

წამყვანის თქმით, პროკურატურა იმ მანქანის გამო მის ოჯახს თვეები უთვალთვალებდა, რომლის ყიდვასაც განვადებით აპირებდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მან ეს ვერ შეძლო და ავტომობილი უკან დააბრუნა. მან ასევე აღნიშნა, რომ მანქანა "რუსთავი-2"-ის კუთვნილებას არ წარმოადგენს. 

"პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს მანქანა არის ჩემი, რომელიც მოვპარე რუსთავი 2-ს."- აღნიშნა გვარამიამ და დაამატა, "ეს მანქანა ჩემი არასდროს ყოფილა, არ მიყიდია თუმცა სურვილი და კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები მქონდა, ცხადია." 

მისი თქმით, მან მანქანის ყიდვა ვერ მოახერხა, ამიტომ ახლა უწევს დიდი ჯარიმის დაფარვა. მისი აზრით ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში არის ის, რომ პროკურატურამ ფაქტის შესახებ მას არ ჰკითხა და პირდაპირ თვალთვალზე გადავიდა. 

"მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ის რაც წლების წინ ჩემთვის უთქვამთ ჩემი ოჯახის წევრების თვალთვალით, არასრულწლოვანი შვილების და ჩემი მეუღლის." - ამბობს ნიკა გვარამია.

 

0
1
2
1
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top