"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ"- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. სადაც, მხარეებმა საქართველოს სამომავლო პერსპექტივებსა და განხორციელებული ნაბიჯების შედეგებზე ისაუბრეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში.   


“გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და ნდობით აღსავსეა. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში  და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. 

საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში.
ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ  ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები.”- განაცხადა მაასმა.

მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების მიუღებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.

“რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი.”- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top