დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს ესაუბრა

ეს პერსონა

საგარე საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებული რეჟიმის მიერ გატაცებული, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს ესაუბრა.

"დღეს, ბერლინიდან, ტელეფონით ვესაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ქ-ნ თამილას. მინდოდა მისთვის პირადად, კიდევ ერთხელ, მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბ-ნ ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში, დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი ავლენს ამ კრიტიკულ მომენტში, მართლაც ფასდაუდებელია." - წერს დავით წალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისულფებლად. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპაში გამართულ შეხვედრებზე. 

აღსანიშნავია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს საუბარი ჰქონდა და მუდმივი კომუნიკაცია აქვს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასვეე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული პროცესების შესახებ. ასევე, პირველივე დღიდან არის ინფორმირებულია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლო.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top