ბოლო 24 საათში სტიქიას კენიაში 56 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ეს პერსონა

ივნისიდან მოყოლებული დღემდე, აფრიკაში მცხოვრები 2,5 მილიონი ადამიანი ძლიერ წყალდიდობებთან გამკლავებას ცდილობენ. გარდა ამისა, სტიქიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბოლო სტიქიის დროს, კენიაში 56 ადამიანი მეწყერის შედეგად დაიღუპა. დაღუპულთა შორის 10-ზე მეტი ბავშვია. არიან ასევე დაკარგულები.

სტიქიას კენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ პოტოკის ოლქში 22 ნოემბრიდან ებრძვიან. უკანასკნელ 24 საათში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ოთხი ხიდი წაიღო. შედეგად რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილზე უპრეცენდენტო რაოდენობის სამაშველო სამსახურია მობილიზებული, მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეებიც.

სინოპტიკოსების ცნობით, მიმდინარე კვირაში, კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. 

 

 

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top