კოალა, რომლის გადარჩენის ვიდეო ვირუსული გახდა, მაინც მოკვდა

ეს პერსონა

გახსოვთ ვიდეო, რომელშიც ქალმა ნახევრად დამწვარი კოალა ხანძრისგან იხსნა? ჩანდა, რომ ამბავს კეთილი დასასრული ექნებოდა, თუმცა ავსტრალიელმა ექიმებმა ჩანთოსანი ვერ გადაარჩინეს.

14 წლის კოალას დამწვრობები აღენიშნებოდა ყელზე, ფეხებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე. ვეტერინარების დასკვნით, ჩანთოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, რის გამო კოალას ევთანაზია გაუკეთდა.

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა ცხოველის კეთილდღეობა, ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება“, წერია პორტ მაკუორის ჰოსპიტალის ფეისბუკ პოსტში.

ცნობილ ვიდეოში ქალმა, ტონი დოჰერტიმ, პერანგი გაიხადა და კოალასკენ გაიქცა, რომელიც ცეცხლისგან თავის დახსნას ცდილობდა. ქალმა ჩანთოსანი პერანგში გაახვია და მას წყალი დაასხა. გადარჩენის ვიდეო ვირუსული გახდა, ჰოსპიტალში გადაყვანილ კოალას კი ლიუისი შეარქვეს.

სექტემბრიდან მოყოლებული ავტსრალიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ექსპერტების ვარაუდით, თუ ცეცხლს ვერ ჩააქრობენ, კოალები, შესაძლოა, გადაშენდნენ, რადგან ხანძარი მათ ბუნებრივ არეალს ანადგურებს.

  

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top