„საქართველოში დემოკრატია კრიზისკენ მიექანება“ - Washington Post

ეს პერსონა

„საქართველოში დემოკრატია კრიზისკენ მიექანება. მიაქცევს თუ არა დასავლეთი ყურადრებას?“, - ასეთი სათაური დაურთო Washington Post-მა სტატიას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება.

სტატიის ავტორი წერს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ექსცენტრიკული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი როგორც ფორმალურად (პრემიერის რანგში), ასევე არაფორმალურად მართავს ქვეყანას. მისი აზრით, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომელსაც, თავის მხრივ, საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

ავტორის მტკიცებით, ივანიშვილმა კრემლის ბევრი დამახასიათებელი ტაქტიკა მოარგო ქართულ კონტექსტს: ხელში ჩაიგდო ქართული კრიტიკული მედია, დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და აძლიერებს კონტროლს ქვეყნის ბიზნესსექტორზე. 

სტატიის თანახმად, ივანიშვილის მხრიდან მოსკოვისადმი სიმპათია შემდეგ შემთხვევებში ვლინდება: ის მხარს უჭერს პრორუსულ პარტიებს, ასევე სექტემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მან დანიშნა რუსეთის ყოფილი მოქალაქე გიორგი გახარია.

სტატიის თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნებისადმი“ გაზრდილ უკმაყოფილებაზე მეტყველებს ზაფხულის საპროტესტო აქციები. ავტორის განმარტებით, დემონსტრანტებმა აქცენტი გააკეთეს ხელისუფლების მოსკოვთან სიახლოვეზე, მაგრამ მალევე დემონსტრანტებმა პოლიტიკური რეფორმების გატარების მოთხოვნა წამოაყენეს. პროტესტი დარბევით დასრულდა, რომლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ქართული ოცნება დაპირდა მოსახლეობას, რომ შეცვლის საარჩევნო სისტემას.  ავტორი წერს, რომ 14 ნოემბერს მმართველმა გუნდმა თავისი დაპირება ვერ შეასრულა და ხალხი ისევ გამოვიდა ქუჩაში.

„ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა ძირითადად მხარს უჭერს დასავლურ ორიენტაციას და ხედავს რუსეთს მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ, მოსკოვისთვის ივანიშვილი კომფორტულ კანდიდატად ჩანს. ის გარკვეულწილად აბალანსებს რუსეთისა და ვაშინგტონის ინტერესებს.

თუმცა ახლა, ჩანს, რომ ეს დაბალანსების თამაში დასასრულს უახლოვდება. დასავლელი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვენ ივანიშვილისგან საარჩევნო რეფორმების ჩატარება, რაც, მისი აზრით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზას დაუბლოკავს. მოსკოვისთვის ივანიშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება საუკეთესო ვარიანტია. პოსტ-საბჭოთა სივრცეში სხვა ოლიგარქი მმართველის მსგავსად - თავში მოდის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი - ივანიშვილი შეეცდება რუსეთს შეეკრას გავრცელებული სურვილი მიუხედავად“, - წერია სტატიაში.

ავტორს მოჰყავს ბოლო გამოკითხვა, რომლის თანახმად, მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

„ივანიშვილი ჩაფლავდა თავისი დაპირებების შესრულებაში. ზრდა შენელდა, ვალუტამ დოლართან შედარებით თავისი ღირებულების 50%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო უმუშევრობა და სიღარიბე ისევ რჩება მოსახლეობის მთავარ გამოწვევად“, - წერია სტატიაში

ავტორის აზრით, ქართველები „დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ ეტაპზე“ დგანან.

„ეს არაა მხოლოდ პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მომავალი, რომელიც საფრთხის ქვეშაა. საქართველოს ბედი, იყოს აშშ-ის ერთგული მოკავშირე, უკავშირდება უფრო დიდ შეკითხვას, მოახერხებს თუ არა დასავლეთი რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებას. ეს კრიტიკულია, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ივანიშვილისადმი ზეწოლას. მათ არ უნდა დაუშვან, რომ კიდევ ერთი ფრონტისპირა ქვეყანა, რომელიც რეგიონში მოსკოვის რევიზიონისტული ამბიციების ხელყოფას უწყობს ხელს, კრემლის ხელში ჩავარდეს“, - წერია სტატიაში.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top