სისხლიანი გარჩევა პოლიციელებს შორის - ცაგერში მომხდარი შემთხვევის ახალი დეტალები

ეს პერსონა

ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი გ.ო. და რ.მ. დაჭრილია ერთი პირი, 48 წლის მამაკაცი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ყვება, გარჩევის მონაწილეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, ხოლო მამაკაცი რომელიც დაიჭრა გამვლელი იყო და ჩხუბში არ მონაწილეობდა. 

პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი, რ.მ. გარდაცვლილი დახვდათ,  რ.მ. კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა. ცხედრებს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდებათ.

მოკლული პოლიციელი რ.მ. , „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძე, კერძოდ კი ძმიშვილის ქმარია.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

0
0
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top