2019 წლის ყველაზე შთამბეჭდავი პანორამული ფოტოები გამოვლინდა - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

საერთაშორისო ფოტოკონკურსმა Epson International Pano Awards-მა 2019 წლის საუკეთესო პანორამული ფოტოები გამოავლინა. 

ჯამში კონკურსის გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი ფოტოგრაფი მიკე ბოინტონი, რომლის ფოტოში ისლანდიური „დაწნული“ მდინარეებია აღბეჭდილი. ის პირველი ქალი ფოტოგრაფია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა.

სულ ჟიურიმ რიგით მე-10 დაჯილდოებაზე 72 ქვეყნის 1.258 ფოტოგრაფის 4.913 ნამუშევარი დაათვალიერა. კონკურსის საპრიზო ფონდი £38,000-ს ($50 000-ზე მეტს)  შეადგენს.

ქვემოთ გთავაზობთ წლის ყველაზე შთამბეჭდავ პანორამულ ფოტოებს.

გამარჯვებული ფოტო, სახელწოდებით „დრაკონის ცეცხლი“, რომელიც ისლანდიაშია გადაღებული. მიკე ბოიტონი, ავსტრალია.

სხვა ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა მარკ გრეიმ ისლანდიის ყინულ ვატნაიოკულის გადაღებისთვის Epson-ის ცუფრული არტის ჯულდო მოიპოვა.

„ვანაკას ხე“ ახალ ზელანდიაში. ფოტოგრაფი: როვენა ავსტრალიიდან.

„ხის ვენები“. ფოტოგრაფი: ტიმ შილდსი, კანადა.

ჩილეს ტორეს დელ პაინეს ეროვნულ პარკში გადაღებული ფოტო სახელწოდებით „მარტოობა“. ფოტოგრაფი: დენი ტენი, ავსტრალია. 

კალიფორნიაში იოსემიტის ეროვნულ პარკში გადაღებული ფოტო. ფოტოგრაფი: იფან ბაი, ჩინეთი

ნორვეგიის ლოფოტენის კუნძულებზე გადაღებული ფოტო „ზამთრის სიხარული“. ფოტოგრაფი: როვენა, ავსტრალია.

ფოტოგრაფი: დიტერ მეირლი, გერმანია.

მთის მასივის მაღალი ტატრების შთამბეჭდავი ხედი. ფოტოგრაფი: ჯირი ბენდა, ჩეხეთი.

ისლანდიაში გადრებული მორიგი ფოტო სახელწოდებით „ქარიშხალში“. ფოტოგრაფი: სამუელ სიცლუნა, მალტა.

ვიეტნამის ქალაქი ჰოი ანი. ფოტოგრაფი: ტრან მინ დუნგი.

ნორმანდია, საფრანგეთი. მთა მონტ-სენტ-მიშელზე მდებარე სახლი. ფოტოგრაფია: დერიკ ბაუმგარტნერი, გერმანია

დუბაიში გადაღებული ფოტო სახელწოდებით „ქალაქი ცაში“. ფოტოგრაფი: ბერნადეტ ბეცეი. გერმანია.

სლოვენია, ტბა ბლედი. ფოტოგრაფი: სერჯიო საავედრა რუიზ, ესპანეთი

„ორი ტიტანის შერკინება“. ფოტოგრაფი: ჟაიინ ჯეიმსი, ინდოეთი.

„საიდუმლო მონასტერი“. ფოტოგრაფი: დენიელ ჟენგი, სინგაპური.

„ურბანული წვეტები“. ფოტოგრაფი: ჯეისონ დენინგი, დიდი ბრიტანეთი.

ყატარის ეროვნული მუზეუმი. ფოტოგრაფი: აბდულა ალ-მუშაიფრი, ყატარი.

მალიორკაში მდებარე შუქურა „ფორმენტოს ნათება“. ფოტოგრაფი: მარკ მარკო, ესპანეთი.

ტეხასში გადაღებული ფოტო, სახელწოდებით „Tornillo 360“. ფოტოგრაფი: ალბერტო ხოსე მორენო, ესპანეთი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top