50 ყოფილი დეპუტატი პენსიის გაზრდას ითხოვს

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი  სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვს და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

"მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით. თუმცა, 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია 190 ლარით შუმცირდათ და ახლა პენსიის სახით 560 ლარს იღებენ.

მოსარჩელეებს მიაჩნით, რომ აღნიშნული სარგებელი დაცული იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შედეგად, სადავო ნორმები, რომლებზე დაყდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები)."

2
4
2
5
6
კომენტარები
ეს პერსონა
Top