კატა სახელად „ჩაი“ - გაიცანით მსოფლიოში ყველაზე ფუმფულა ტაქსის მძღოლი - ვიდეო

ეს პერსონა

ხარკოვში ერთი უჩვეულო ტაქსი მოძრაობს, რომელშიც ტრადიციული „ორდიპლომიანი“ მძღოლის მაგივრად წითური ფისო სახელად „ჩაი“ დაგხვდებათ.

ფუმფულა „ტაქსის მძღოლი“ სრული განაკვეთით მუშაობს თავის პატრონთან, ალექსანდრე ზიგულიასთან ერთად. „ჩაის“ შეუძლია, დაიძინოს უკანა სავარძელზე, მძღოლის კალთაზე უდარდელად იჯდეს და დროდადრო გაისეირნოს მანქანის კაპოტზე.

ალექსანდრმა მოჰყვა, რომ კატა სპეციალურად იმიტომ აიყვანა, რომ ერთად ემუშავათ. მისი თქმით, „ჩაი“ მანქანაში ქმნის თბილ, ოჯახურ გარემოს, ასევე ზრუნავს მგზავრების კარგ განწყობაზე. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ  კატა ადგილობრივი ვარსკვლავი გახდა. „ჩაის“ აქვს თავისი ინსტაგრამი და მის შესახებ სიუჟეტებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია იღებს.

ჩაის ფული, რომელიც ფუმფულა „ტაქსის მღროლს“ რჩება მის საჭმელსა და გემრიელობებზე მიდის.

და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს კატებზე ალერგია აქვს? ალექსანდრის თქმით, ასეთ დროს ის მგზავრებს ანტიგისტამინის პრეპარატებით უმასპინძლდება.

 

 

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top