2020 წელს თბილისში რამდენიმე გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება

ეს პერსონა

2020 წელს, წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე  განაცხადა. 

„ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top