დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

ეს პერსონა

დღეიდან, ნახევარი წლის განმავლობაში სტრასბურგში ქართული ანბანითა და  ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.  პირველი არხის ინფორმაციით, ეს ჟესტი უკავშირდება საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას.

აღნიშნული ტრამვაით საქართველოსთვის თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადაბარებამდე, დღეს ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იმგზავრებენ. ამის შემდეგ სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები გადაეცემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი – ამელი დე მონშალენი გადასცემს.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ახალი თავმჯდომარის საპატივცემულოდ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა, სადაც იყიდება ქართული პროდუქცია, მათ შორისაა ქართული ღვინო, ტკბილეული და ხელნაკეთი ნივთები.

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top