გეი დრამის შემდეგ ფილმს ორი ქალის სიყვარულზე „ამირანში“ აჩვენებენ

ეს პერსონა

თამარ შავგულიძის “კომეტებს”, რომელიც ორი შუახნის ქალის ხანგრძლივი სიყვარულის ისტორიას აღწერს, კინოთეატრ ამირანში 2 დეკემბერს აჩვენებენ. 

ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

"ეს არის მშვიდი ფილმი, რომელიც ჰყვება ორი ქალის ხანგრძლივი, დაკარგული სიყვარულის ისტორიას. ფრაგმენტულ მოგონებებსა და დაძაბულ დიალოგებს შორის ფილმი მაყურებელს აჩვენებს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას ქვეყანაში, რომელიც ჯერაც იბრძვის ლგბტქ+ ადამიანების უფლებებისთვის".

ფილმის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე, სექცია “დებიუტში” შედგა და ახლა ევროპული ჩვენებებისთვის ემზადება. ფილმი ნომინირებული იყო Asia Pacific screen Awards”-ზე, საუკეთესო სცენარის კატეგორიაში.

 

 

1
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top