"ჩვენში სისხლი უპატიებელია" - პანკისში მომხდარ შემთხვევას მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება

ეს პერსონა

პანკისის ხეობაში  დღეს მომხდარ შემთხვევას პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემრილან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება. 

"გარდა იმისა, რომ მაქვს ჩემი ტრაგედია და ვითხოვ სამართალს, ბოლო პერიოდში, სულ ვამბობდი იმასაც, რომ პანკისში აუცილებლად მოხდება დაპირისპირება, ყველაფერს აკეთებს ამისთვის სუსი, უსაფრთხოების სამსახური, ვამბობდი, რომ სისხლი დაიღვრება და მათი პასუხისმგებლობა იქნება.

ორივე დიდი გვარია, მაგრამ საქმე გვარში არაა მარტო, ამ ამბავში მთელი ხეობაა ჩართული, მთელი ფესვებია ყველგან ამ ორი გვარის, იქ ძმადნაფიცები, იქ ნათესავები, იქ მძახლები და მოყვრები. მთელი ხეობა ერთმანეთის ნათესავია. 

სისხლს არ ვპატიობთ ჩვენ, ჩვენში სისხლი უპატიებელია, თუ მიზანმიმართულია, თორემ, თუ შემთხვევით მოხდება, შემთხვევითობის გაგება და პატიება შეგვიძლია. 

ვაფრთხილებდი მე ყველას, ღიად ვამბობდი, რომ ეს ამბავი მოხდებოდა და სისხლი დაიღვრებოდა, მთელს საქართველოს ვეუბნებოდი და ამაში დამნაშავე იქნებოდა ხელისუფლება და სუსი. 

ზუსტად ის მოხდა, რაც დაგეგმილი ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის, ამას კიდვე მოჰყვება გაგრძელება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სისხლი დაიღვარა, მეორეც იმიტომ რომ, უნდა სახელმწიფოს დაძაბულობა პანკისში.

დილიდან იმამიდან, ხეობიდან უამრავი ადამიანი მირეკავს, მე არ ვიცი, ეს სიტუაცია როგორ დალაგდება, ვერ წარმომიდგენია ჯერ, ძალიან რთული ვითარებაა, კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია, რადგან სუსი, უსაფრთხოების სამსახური, უსაფრთხოების მაგიერ, ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობს. ეს არ იყო შემთხვევა, მიიყვანეს საქმე აქამდე, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პანკისის ხეობაში სისხლიან დაპირისპირებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაჭრილია. 

0
0
0
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top