კუმისის ტბასთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს - სავარაუდო მკვლელობის დეტალები

ეს პერსონა

კუმისის ტბასთან 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებს ფიქრობენ, რომ ის მოკლულია.

ახლობლების ინფორმაციით, მანუჩარ ცეცხლაძე, რამდენიმე დღის წინ მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მათი თქმით, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

მამაკაცი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატედანაა და  მარნეულში სამუშაოდ იყო წასული. მომხდართან დაკავშირბით გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

გარდაცვლილის ახლობლბი ეჭვობენ, რომ დამნაშავეს პოლიცია მფარველობს. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: rustavi2.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top