ხასო ხანგოშვილი: ჰესის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს პანკისში მომხდარ მკვლელობასთან

ეს პერსონა

27 ნოემბერს, მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი სამი თვის წინ ორ ახალგაზრდას შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება და არანაირი შეხება არ აქვს ჰესის მშენებლობასთან - ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა ხასო ხანგოშვილმა განაცხადა.

„არანაირი ჰესი. ჰესის საქმე მოძველდა, უკვე ჩავლილია. უბრალოდ რაღაცა შეურაცხყოფის გამო ერთმა მეორეს დაარტყა, მერე ამას ერთი სამი თვის განმავლობაში, მოკლე ხანში მოჰყვა ჯგუფური ჩხუბი. უბრალოდ მუშტი-კრივი, არაფერი ისეთი არ ყოფილა და აი, მთელი ეს სამი თვე ამის მოგვარებას ვცდილობდით და ძალიან ცუდად დამთავრდა“ -განუცხადა ხანგოშვილმა ერთერთ სააგენტოს.

წინასწარი ინფორმაციით კონფლიქტი ორ გვარს შორის მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის მოხდა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top