აშშ-ში თირკმელი შეცდომით სხვა პაციენტს გადაუნერგეს

ეს პერსონა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის ჰოსპიტალში თირკმელი შეცდომით სხვა პაციენტს გადაუნერგეს/

აღნიშნული შეცდომა ტრანსპლანტაციის ჩატარებიდან მეორე დღეს აღმოაჩინეს. ჰოსპიტალმა შემთხვევა „უპრეცედენტო“ უწოდა. შეცდომა იმით ყოფილა გამოწვეული, რომ ორივე პაციენტს ერთი და იგივე სახელი და ასაკი აქვს.

დაზარალებულმა პაციენტმა თავისი კუთვნილი თირკმელი ერთი კვირის შემდეგ მიიღო.

ორგანოების გაზიარების გაერთიანებული ქსელის ინფორმაციით, დაახლოებით 113 000 ადამიანი ელოდება ორგანოს, აქედან თითქმის 95 000 პირი - თირკმელს.

  

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top