ქუთაისში მეტეორის ნაწილის ჩამოვარდნის ფაქტი არ დასტურდება

ეს პერსონა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა  ინფორმაცია, რომ  ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე  მეტეორის ნაწილი ჩამოვარდა.

 "ეS პერსონას" კორესპოდენტი ესაუბრა ნიკეას ქუჩის ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომლის თქმითაც,  ერთი კვირის წინ "ფორთოხლის ზომის რაღაც" მართლაც ჩამოვარდა. მისივე თქმით, ეს საგანი, ექსპერტიზის ბიუროშია გადატანილი. 

ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აღნიშნული ფაქტი არ დაგვიდასტურეს. 

"არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს. არც შეტყობინება შემოსულა და არც ჩვენი ექსპერტები გასულან ადგილზე. მსგავს ინფორმაციას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არ ფლობს. თუ რეალურად მოხდა და შეტყობინება შემოვიდოდა, გვეცოდინებოდა ამის შესახებ", - განაცხადეს უწყებაში. 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top