რუსეთში მოზარდმა პედოფილს 9 წლის გოგოს გატაცებაში ხელი შეუშალა - ვიდეო

ეს პერსონა

რუსეთში, ქალაქ ირკუსტკში, მოზარდმა 9 წლის გოგო გატაცებისგან და გაუპატიურებისგან იხსნა. 16 წლის ბიჭმა პედოფილს ხელი შეუშალა.

48 წლის მამაკაცმა ავტომობილით მიემგზავრებოდა, რა დროსაც პატარა გოგო დაინახა სავაჭრო საცავებთან მდებარე რაიონში. ის გამოვიდა მანქანიდან და ძალით ჩასვა ბავშვი სალონში.

გოგოს ყვირილი მოზარდმა გაიგო. ბიჭმა დახმარების თხოვნით პირველივე შემხვედრ მამაკაცს  მიმართა, რის შემდეგ ისინი მანქანას დაედევნენ.

პედოფილს უკან დადევნებული ორი პირი არ გამოეპარა და ის გოგო გზის სავალ ნაწილზე ჩასვა, თუმცა მამაკაცმა და მოზარდმა მანქანის ნომერი დაიმახსოვრეს, რისი დახმარებით დამნაშავე რამდენიმე საათში დააკავეს. გაირკვა, რომ 48 წლის გამტაცებელი უკვე ორჯერ იყო ნასამართლევი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის და ციხიდან ის 2017 წელს გამოვიდა.

 

 

 

1
1
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top