"დამწუხრებული ვარ ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო" - სალომე ზურაბიშვილი

ეს პერსონა

ალბანეთში მომხდარ მიწისძვრას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი „ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება. 

„დამწუხრებული ვარ ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამ მძიმე წუთებში, საქართველო ალბანელი ხალხის გვერდით არის. ვუსურვებ გამძლეობას ხელისუფლებასა და მაშველებს, რომლებიც ადგილზე შეუსვენებლად მუშაობენ“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top