პარიზში ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ტრაქტორებით გზები გადაკეტეს - ვიდეო

ეს პერსონა

პარიზში ათასმა ტრაქტორმა ქალაქის საკვანძო გზები დაიკავა. ასე ფერმერები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

ფერმერების ორმა მთავარმა კავშირმა მაკრონთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი ითხოვენ, რომ მან შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ისინი უკმაყოფილოები არიან მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლებიც, მათი აზრით, უარყოფითად  მოქმედებს სოფლის მეურნეობაზე. მაგალითად, დემონსტრანტებს არ მოსწონთ საფრანგეთისა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ, რომელიც აფართოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შესაძლებლობას. ფერმერები შიშობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ ბაზარში უპირატესობა  მიანიჭონ უფრო დაბალფასიან იმპორტულ საქონელს.

 გარდა ამისა, ფერმერები აპროტესტებენ გლიფოსატებისა და პესტიციდების გამოყენების აკრძალვას.

ფერმერების აქციების ჩატარებას ასევე აპირებენ სხვა ქალაქებსი, მათ სორის ლიონსა და ტულუზაში.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top