ბიძინა ივანიშვილი: ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს

ეს პერსონა

"საზოგადოებასთან რა თქმა უნდა პასუხი გვაქვს გასაცემი", - ამის შესახებ   „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „SWOT ანალიზის“ ეთერში განაცხადა. მან  პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი უფლება აქვს, რომ აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვოს. 

"სამართილიანი არჩევნები გვინდა" ამბობენ. 9 წელი ხელისუფლებაში იყვნენ ე.ი უსამართლოდ ატარებდნენ სულ? ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციულისგან და არიან ზე სახელმწიფოები, რომლებსაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა აქვთ, შესაბამისად პრივილეგიები აქ არ არსებობს, რომელი უკეთესია.

ნაბიჯ-ნაბიჯ ნახეთ, როგორ იქცეოდნენ თვითონ: ჯერ 2003 წლის რეფერენდუმი ასახეს 2005 წელს, შევარდნაძის დროინდელი კონსტიტუცია რაოდენობაში შეამცირეს მარამ პროპორციები დატოვეს, სადაც ორი მესამედით პროპორციულად აირჩეოდნენ დეპუტატები  და ერთი მესამედი მაჟორიტარების სასარგებლოდ იყო. 2008 წელს შეცვალეს ეს, მაგრამ პროპორციულის სასარგებლოდ კი არ შეცვალეს, სწორედ, რომ მაჟორიტარულის სასარგებლოს შეცვალეს და ეს ხალხი როგორ იღებს დღეს ხმას. 

საზოგადოებასთან რა თქმა უნდა პასუხი გვაქვს გასაცემი, ის რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ, ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია. ამათ შეუძლიათ აწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი) დავპირდით, ვერ შევასრულეთ, თუ არ შევასრულეთ. როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია ჩვენ დაგვსაჯოს. მაგრამ ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ. ამ ხალხს, შუბლის ძარღვი, რომ აქვს გაწყვეტილი დიდი ხანია გასაგებია მაგრამ ამ ხალხს ელემენტარულ ლოგიკა აქვს დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მითუმეტეს ამ სისტემაზე გადასვლას" , - განაცხადა ივანიშვილმა. 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top